ილჰამ ალიევის განცხადებით, ტრამპს „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების საშუალება არ მისცეს

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების საშუალება არ მისცეს.

ალიევის თქმით, ეს არჩევნების გაყალბების გზით მოხდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ ყალბი ამბების შექმნაში USAID-ი და ამერიკული მედიის ნაწილი, მათ შორის The New York Times-ი, „რადიო თავისუფლება“ და The Washington Post-ი იყვნენ ჩართულნი.

„იცით, ამერიკულ ადმინისტრაციებს ყოველთვის უყვართ ასწავლონ მსოფლიოს, როგორ იცხოვრონ, ააშენონ დემოკრატია, ჩაატარონ არჩევნები და ა.შ. ჩვენ ეს მშვენივრად ვიცით. მაგრამ მათ თავად დაუშვეს არჩევნების საშინელი ფალსიფიკაცია პრეზიდენტ ტრამპთან მიმართებაში, წაართვეს რა მას გამარჯვება. და იმ პერიოდში, როცა ბატონი ტრამპი არ იყო პრეზიდენტი, ის ძალიან ღირსეულად იქცეოდა. მან დიდი გამბედაობა და ღირსება აჩვენა, დაბრუნდა რა ამერიკაში, სადაც ყველა ეს „ჭაობის გომბეშო“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, „რადიო თავისუფლების“, ყალბი ახალი ამბების შემქმნელების, The Washington Post-ის, The New York Times-ის, The Wall Street Journal-ის, Newsweek-ის ჩათვლით, მის წინააღმდეგ იყვნენ. ყველა მის, როგორც ჩემს დემონიზებას ახდენდა“, - აღნიშნა ალიევმა.