ავარია ავტობანზე - სკოლის ექსკურსიის მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა
1749450613
ხომალდი, რომლითაც შვედი აქტივისტი გრეტა ტუმბერგი ღაზაში მიემართებოდა, ისრაელელმა სამხედროებმა დააკავეს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გემი ამჯამად ისრაელის პორტისკენ გადაადგილდება.
უწყებამ ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ აწვდიან ეკიპაჟს სენდვიჩებსადა სასმელ წყალს ღამით ხომალდზე ასული ისრაელელი სამხედროები.
ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ნავი, რომელსაც პროპალესტინური""თავისუფლების ფლოტილიის კოალიცია"" მართავდა, ღაზაში სიმბოლური რაოდენობის დახმარების მიწოდებას და იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას აპირებდა. თუმცა, ვიდრე ის ღაზას სანაპიროს მიაღწევდა, ხომალდი ისრაელის ძალებმა დააკავეს. სამინისტროს განმარტებით ყველა მგზავრი უსაფრთხოდ არის.
""შოუ დასრულდა"" - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისიტრო X-ზე.