1749455584
რაფაჰის მახლობლად ჰუმანიტარული დახმარების ჰუნქტთან, "ცაჰალის" სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს

ღაზაში ისრაელი სახმელეთო და საჰაერო ოპერაციას განაგრძობს. რაფაჰის მახლობლად ჰუმანიტარული დახმარების ჰუნქტთან, "ცაჰალის" სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს, რომლებიც საკვების გამცემ პუნქტს მიუახლოვდნენ. დაიღუპა 4 ადამიანი, არიან დაჭრილები.
გამოცემა Reuters-ი წერს, რომ გასული კვირის განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან სამხედროებმა ათობით ადამიანი მოკლეს. დაიჭრა 300-ზე მეტი.
კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული კატასტროფაა. გაეროს მონაცემებით, ღაზის 2 მილიონზე მეტი მცხოვრები შიმშილის საფრთხის წინაშეა.
ჯანმოს ცნობით კი, ბოლო 2 თვეში შიმშილის და სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო ღაზის სექტორში 1,200-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა.