მსოფლიოში ყველაზე პოპულარული TikToker-ი, ხაბი ლემი დააკავეს
1749463502
„ეს სიმღერაა საქართველოსი“ - ამ სახელწოდებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალ თამარ გვერდწითელის სოლო კონცერტი გაიმართა.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ კონცერტში, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, მონაწილეობდნენ მომღერალი ანრი ჯოხაძე, ახალგაზრდული კაპელა მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, დავით მაზანაშვილის ქალთა კამერული ორკესტრი და ბენდი.
საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე დაესწრნენ.
კონცერტის დასრულების შემდეგ თინათინ რუხაძე თამარ გვერდწითელსა და კონცერტის მონაწილეებს შეხვდა და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.