მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1751308773
საფრანგეთში საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების ორდღიანი გაფიცვა გრძელდება.
გაფიცვის გამო თითქმის 1 000-მდე ფრენა გაუქმდა. მათ შორის, რეისების მეოთხედია გაუქმებული პარიზის ორ აეროპორტში.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ განაცხადა, რომ დისპეტჩერებს „ფრანგები მძევლად აჰყავთ“.
შვებულებების სეზონზე გაფიცვა მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, ფილიპ ტაბარომაც.
„ჩვენს ქვეყანაში 272 ადამიანი წყვეტს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის კეთილდღეობას. ეს მიუღებელია“, – განაცხადა ტაბარომ.
ორდღიანი გაფიცვა საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების ორი პროფკავშირის მიერ არის ორგანიზებული. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და პერსონალის ნაკლებობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.