1771275704
Financial Times: მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანის ლიდერობა აშშ-ის ინტერესებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია
მარკო რუბიომ ვიქტორ ორბანის ლიდერობა აშშ-ის ინტერესებისთვის „არსებითად“ შეაფასა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი „ღრმად არის დაინტერესებული“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის წარმატებით გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის „ურთიერთობების ოქროს ხანას“ გაუსვა ხაზი, როდესაც ის ორბანის გვერდით იდგა.
„შემიძლია დამაჯერებლად გითხრათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ღრმად არის დაინტერესებული თქვენი წარმატებით. ჩვენ შევდივართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ამ ოქროს ხანაში... იმ ურთიერთობის წყალობით, რომელიც თქვენ გაკავშირებთ აშშ-ის პრეზიდენტთან“, - განუცხადა რუბიომ ორბანს ბუდაპეშტში გამართული შეხვედრის შემდეგ.
„თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა“, - უთხრა რუბიომ ორბანს. „ეს ურთიერთობა, რომელიც ჩვენ აქ, ცენტრალურ ევროპაში თქვენი მეშვეობით გვაქვს, ასეთი არსებითი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მომავალ წლებში“, - დასძინა მან.











