„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ევროკავშირი მაისში რუსული ენერგორესურსების იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის გეგმას წარადგენს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში გამართულ „ენერგოუსაფრთხოების მომავლის შესახებ“ გამართულ სამიტზე განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკომისიამ პირობა დადო, რომ 2027 წლისთვის უარს იტყვის რუსულ ენერგორესურსებზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა რუსული გაზი ევროკავშირის იმპორტის 18%-ს იკავებს.
ნავთობის მხრივ, ევროკავშირმა რუსეთიდან იმპორტი ათჯერ შეამცირა, ხოლო რუსული ნახშირის იმპორტი ნულამდე დაიყვანა.
„რუსული გაზის იმპორტი 45%-დან 18%-მდე შემცირდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მისივე თქმით, ყველა რუსული ენერგორესურსის იმპორტის ეტაპობრივად ნულამდე დაყვანის გეგმა ორ კვირაში ენერგეტიკის ევროკომისრის, დენ იორგენსენის მიერ იქნება წარდგენილი.
„ორ კვირაში დენ იორგენსენი წარადგენს ყველა რუსული ენერგორესურსის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის დეტალურ გეგმას“,- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.