სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1755711902
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიჰალმა განაცხადა, რომ ესტონეთი მზად არის, „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტი, ერთი ასეულის შემადგენლობით გააგზავნოს.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ შესაძლო მისიის დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„ახლა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისთვის ვემზადებით. თუ ის შედგება, თეორიულად, მას სამმხრივი შეხვედრაც შეიძლება მოჰყვეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ პროცესის დაწყება“, - აღნიშნა მან.