ესპანეთში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობა გავრცელდება იმ რეგიონებზე, რომლებმაც თავად მოითხოვეს ეს.

„ბიბისი“ წერს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამ დროისთვის მადრიდმა, ანდალუსიამ და ექსტრემადურამ მოითხოვეს.

ამასთან, ესპანეთის ელექტროკომპანია „რედ ელექტრიკაში“ აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უკვე მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტს აღუდგა.

შეგახსენებთ, ესპანეთსა და პორტუგალიაში 28 აპრილს ელექტროენერგია გაითიშა, რასაც ორივე ქვეყანაში პრობლემები მოჰყვა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უცნობია, რა გახდა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი. პორტუგალიის ენერგეტიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა შესაძლოა, ესპანეთის ელექტროქსელში არსებულ გაუმართაობას უკავშირდებოდეს, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ერთი კვირა დასჭირდება.