ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ომი, არამედ ყველა იმ ადამიანის ომი, ვინც ჩვენს რეგიონში საერთო მომავალს ეძებს - ისრაელის პრეზიდენტი

იცხაკ ჰერცოგი

ისრაელის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს ისრაელის უპირობო მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. იცხაკ ჰერცოგმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, მსოფლიომ იცის, რომ „ბირთვული იარაღი მკვლელი იდეოლოგიის ხელში კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენს“.

„ჩვენ ისტორიულ გზაჯვარედინზე ვდგავართ მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ომი, არამედ ყველა იმ ადამიანის ომი, ვინც ჩვენს რეგიონში საერთო მომავალს ეძებს. ირანული რეჟიმი თაობების განმავლობაში მუშაობდა ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენს მოსაკლავად. მუშაობდა გლობალური და რეგიონული ტერორიზმის დაფინანსებაზე, ანტისემიტიზმისა და ისრაელისადმი სიძულვილის გავრცელებაზე და ყველაზე მთავარი, ბირთვული იარაღის შექმნაზე, რათა განეხორციელებინა ისრაელის განადგურების ამბიცია“, - განაცხადა ჰერცოგმა.

ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება 13 ივნისს დაიწყეს. ისრაელელმა სამხედროებმა ირანზე თავდასხმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის განადგურებით მიზნით დაიწყეს, რის შემდეგაც ირანმა საპასუხო დარტყმების განხორციელება დაიწყო.