ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი: უკრაინა იყო და არის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში

 მაიკ უოლცი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ უკრაინა იყო და არის მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა.

მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლებამ ყურადღებით შეისწავლოს, თუ სად მიდის უკრაინისთვის გამოყოფილი თანხები.

„უკრაინა იყო და არის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ იხარჯება ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული. ამ ქვეყანაში უკვე გაიგზავნა მილიარდები. როცა წინა ადმინისტრაციის დროს კონგრესში ვიყავი, მახსოვს, რომ კონტროლის ყველა საჭირო მექანიზმი არსებობდა. ახლაც ამას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ“, - თქვა უოლცმა