VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ერ რიადის მიმართულებით გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს.
როგორც საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურში განმარტეს, წინასწარი შეფასებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიუხედავად ამის, გაიცა გაფრთხილება, რომ ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გაიფანტა.
მოსახლეობას მოუწოდეს, თავი შეიკავონ შეკრებისგან.
რაკეტების წარმომავლობა ჯერჯერობით ოფიციალურად დადგენილი არ არის.