ექიმებმა მამაკაცის ტვინიდან 18 სმ სიგრძის ცოცხალი ჭია ამოიღეს - ფოტო

ოპერაცია

 ჩინელმა ექიმებმა მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათ კაცის ტვინიდან 18 სმ სიგრძის მოღუნული ჭია ამოიღეს, რომელიც გველის უმი ორგანოების გადაყლაპვის შემდეგ წლების განმავლობაში მის ტვინში არსებობდა.

მამაკაცი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც გონება დაკარგა, კრუნჩხვები დაეწყო და პირიდან ქაფი გადმოუვიდა.

მისი პრობლემები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც თვალში უცხო ობიექტის შეგრძნება იგრძნო. მან სამედიცინო დახმარებას მიმართა და მიუხედავად იმისა, რომ ოფთალმოლოგმა გასინჯვის შემდეგ უჩვეულო ვერაფერი აღმოაჩინა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით თვალის უკან უცხო ობიექტი აღმოჩნდა. იმის გამო, რომ მხედველობის პრობლემა არ ჰქონია, მამაკაცმა ოპერაციის გაკეთებაზე უარი თქვა.

მოგვიანებით, მისი მდგომარეობა გაუარესდა. კიდევ ერთი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების შემდეგ, ექიმებმა გადაწყვიტეს კრანიოტომიის ჩატარება და პაციენტის ტვინიდან ცოცხალი ჭიის ამოკვეთა. პროცედურის დროს ერთ-ერთმა ქირურგმა მოახერხა გრძელი, თეთრი პარაზიტის ფრთხილად ამოღება, რომელიც ხელუხლებელი იყო.

წარმატებული პროცედურის შემდეგ, კითხვა კვლავ რჩებოდა: როგორ მოხვდა ჭია მამაკაცის ტვინში? ექიმების დაკითხვისას ლიმ გაიხსენა, რომ წლების წინ მან გველი დაიჭირა და მისი უმი ნაღვლის ბუშტი გადაყლაპა.

მსგავსი ტიპის ჭიები გვხვდება ბაყაყებში, გველებსა და ფრინველებში.

მამაკაცი საავადმყოფოდან 10 დღის შემდეგ გაწერეს და მოსალოდნელია, რომ სრულად გამოჯანმრთელდება. ექიმები იმედოვნებენ, რომ მისი შემთხვევა გამაფრთხილებელი მაგალითი იქნება და სხვები არ დაუშვებს იმავე შეცდომის დაშვებას, რაც მან დაუშვა.