ბოლო ცნობები რომში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილიდან - დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა
1751632913
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2026 წლის 4 ივლისს ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღსანიშნავად UFC-ს ღონისძიების თეთრი სახლის ტერიტორიაზე ჩატარებაზე ფიქრობს, რომელსაც 20 000 – 25 000 მაყურებელი დაესწრება.
„თეთრი სახლის ტერიტორიაზე ბევრი სივრცეა,“ – აღნიშნა ტრამპმა, რომელიც UFC-ს აქტიური გულშემატკივარია და ბოლო პერიოდში რამდენიმე ღონისძიებას ორგანიზაციის პრეზიდენტ დანა უაითთან ერთად დაესწრო. ტრამპმა იდეა აიოვაში გააჟღერა, სადაც იმ ღონისძიებათა ნაწილი დაიწყო, რომლის კულმინაციაც 2026 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავზე შედგება.
„ჩვენი ეროვნული პარკები, საბრძოლო ველები და ისტორიული ადგილები სპეციალურ ღონისძიებებს უმასპინძლებენ. ვფიქრობ, თეთრი სახლის ტერიტორიაზეც გვექნება UFC-ს ბრძოლა, რომელსაც 20 000-25 000 ადამიანი დაესწრება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები არ აქვთ, თუმცა პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი ამ იდეას სერიოზულად ეკიდება.
დონალდ ტრამპი UFC-ს ბრძოლებს ბოლოს 8 ივნისს, ნიუ ჯერსიში დაესწრო. აღნიშნული ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა.