დონალდ ტრამპი სი ძინპინს: ჩემთვის პატივია ვიყო თქვენი მეგობარი, ხოლო ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გახდება უკეთესი, ვიდრე ოდესმე

ჯჯ

 ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ჩინეთისა და აშშ-ის თანამშრომლობა სარგებლის მომტანი იქნება, ხოლო კონფრონტაცია - წამგებიანი.

თავის მისასალმებელ სიტყვაში სი ძინპინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და პეკინი პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენს ორ ქვეყანას მეტი საერთო აქვს, ვიდრე განსხვავებული, ხოლო სტაბილური ორმხრივი ურთიერთობები მსოფლიოსთვის უკეთესი იქნება. ჩინეთისა და აშშ-ის თანამშრომლობა სარგებლის მომტანი იქნება, ხოლო კონფრონტაცია - წამგებიანი. ჩვენ უნდა ვიყოთ პარტნიორები და არა მეტოქეები. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რათა მივაღწიოთ წარმატებას, კეთილდღეობას და ახალ ეპოქაში ორი მსხვილი ქვეყნის თანაარსებობისთვის სწორი გზა მოვნახოთ“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.