დონალდ ტრამპი - რადიკალ მემარცხენე გიჟებს სული უნდა ამოვხადოთ

ტრა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ რადიკალების მხრიდან გაკეთებულ სარკასტულ და დამცინავ კომენტარებზე  კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ტრამპი ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც  სხვა კონსერვატორების სამიზნედ გამოცხადებას ეხებოდა, აცხადებს, რომ რადიკალი მემარცხენე შეშლილები ბოლომდე უნდა დაამარცხონ და სული ამოხადონ.

“ჩვენ მამაცები უნდა ვიყოთ“ -“ჩვენ გვყავს რადიკალური მემარცხენე შეშლილები და ჩვენ უბრალოდ უნდა დავამარცხოთ ისინი“- აცხადებს ტრამპი.