იუსტიციის სამინისტრო პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ასაჯაროებს
1746518607
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაიმეორა ამერიკის დაპირება, რომ დაეხმარება ღაზაში პალესტინელებს საკვების მიღებაში.
ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას ისრაელის მხრიდან „ჰამასის“ გასანადგურებლად ღაზაში მასშტაბური ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებაზე.
„ხალხი შიმშილობს და ჩვენ დავეხმარებით მათ საკვების მიღებაში. თუ შეხედავთ, „ჰამასი“ შეუძლებელს ხდის ამას, რადგან ისინი იღებენ ყველაფერს, რაც შედის ღაზაში, მაგრამ ჩვენ დავეხმარებით ღაზის მოსახლეობას, რადგან „ჰამასი“ მათ ძალიან ცუდად ეპყრობა“, – თქვა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა სამხედრო ოპერაციებზე კომენტარისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი შეტევა ღაზაში იქნება ინტენსიური სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანია „ჰამასის“ დამარცხება. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები არ განახორციელებენ რეიდებს და შემდეგ არ დატოვებენ ტერიტორიას, „არამედ პირიქით“.