„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემი იყო და ეჭვობს, რომ ამაში პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები არიან გარეული.
როგორც ადვოკატი ამბობს, ვერსია, რასაც გამოძიება ავითარებს, რომ სავარაუდოდ ის წაიქცა და ერთი წაქცევით მიიღო ეს დაზიანებები, დაუჯერებელია.
„კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. თავის ძვლების და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობებით. მას ჰქონდა 30-მდე დაზიანება და უგონო მდგომარეობაში იყო შეყვანილი კლინიკა „ვივამედში“. გლდანის მერვე დაწესებულებამ ფორმა 100-ში მიუთითა, რომ მას ჰქონდა ინსულტი, არადა „ვივამედის“ კლინიკამ თავის დოკუმენტებით გამორიცხა ინსულტის არსებობა და ყველა ის დაზიანება, რომელიც მას ჰქონდა, აღწერილი იქნა სრულად. ეს ადამიანი არის სასტიკად ნაცემი, ნაწამები, ეს არის ფაქტი. ის ვერსია, რასაც ავითარებს გამოძიება, რომ სავარაუდოდ ეს ადამიანი წაიქცა და ერთი წაქცევით მიიღო ეს დაზიანება, არის დაუჯერებელი. ეს დაადასტურა ექსპერტიზამ, მათ შორის. თითქმის ოთხი თვეა, მიმდინარეობს გამოძიება და არავინ არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. არავინ არ დაუკავებიათ. ფაქტია, რომ იმ ადამიანებს, ვინც ეს საზარელი ფაქტი ჩაიდინა, ხელს აფარებენ“,- განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
„ოჯახის მოთხოვნაა, დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა, ასევე ვინც ამ ქმედებების არდასჯას შეუწყო ხელი. ჩვენ არ ვიცით, ვისი მხრიდან განხორციელდა ეს ძალადობა, არანაირი ვერსია არ გვაქვს, თუმცა ფაქტია, რომ მარტო პატიმრები ამას ვერ იზამდნენ. ჩემი და ოჯახის აზრით, ამაში პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები არიან გარეული“,- აღნიშნა ადვოკატმა.