დონალდ ტრამპი ჩინეთში მიმდინარე კვირაში ჩავა

კი

 ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში სახელმწიფო ვიზიტით მიმდინარე კვირაში ჩავა.

საგარეო უწყების მოკლე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპი ვიზიტს ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიწვევით განახორციელებს.

ჩინეთის უწყების მონაცემებით, ვიზიტი 13-დან 15 მაისამდე გაგრძელდება.