დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკი-პუტინის პოტენციურ შეხვედრას შესაძლოა ევროპელი ლიდერებიც დაესწრონ

 ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პოტენციურ შეხვედრას შესაძლოა ევროპელი ლიდერებიც დაესწრონ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

“უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა მეორე შეხვედრა იქნება, რომელიც გვექნება. შეხვედრაზე იქნებიან პრეზიდენტი პუტინი, პრეზიდენტი ზელენსკი, მე, და შესაძლოა ზოგიერთი ევროპელი ლიდერიც შემოგვიერთდეს, შეიძლება - არა”, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა აღიარა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ის თავდაპირველად ფიქრობდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 15 აგვისტოს მისი პუტინთან შეხვედრა თუ ცუდად წარიმართება, ის ძალიან სწრაფად დასრულდება.