დიმიტრი პესკოვი - ირანსა და ისრაელს შორის რეალურად თუ მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, ეს მხოლოდ მისასალმებელია

დიმიტრი პესკოვი

ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებას კრემლი მიესალმება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რეალურად თუ მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ამისკენ მოუწოდებდა რუსეთი კონფლიქტის დაწყებიდანვე“, – აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გვიან ღამით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელი და ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. დილით კი ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.