"გამგზავრებამდე, სამი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა, ეს იყო შოკი..." - თამთა კვარაცხელია
1778098791
BBC-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლიდსიში 16 წლის ქლოი უოტსონის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი მოზარდი დანაშაულს არ აღიარებს.
ტრაგიკული შემთხვევა 28 მარტს, გამთენიისას მოხდა. პოლიციამ არასრულწლოვანი ქუჩაში მძიმე ჭრილობებით იპოვა. თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონას ზურგის არეში დანით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ერთ-ერთი წვეულების დასრულების შემდეგ მოხდა.
საქმეზე პოლიციამ 18 წლის კაილა სმიტი, 19 წლის არჩი რაიკროფტი და კიდევ ერთი, 17 წლის მოზარდი დააკავა, რომლის ვინაობაც იურიდიული მიზეზების გამო არ საჯაროვდება. სამივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მომდევნო სასამართლო პროცესი 10 ნოემბერს გაიმართება.
გარდაცვლილი გოგონას ოჯახმა მომხდართან დაკავშირებით ემოციური განცხადება გაავრცელა.
„სრულიად განადგურებულები ვართ. ის ლამაზი და სიცოცხლით სავსე გოგონა იყო. მთელი მომავალი წინ ჰქონდა. ქლოე ყველას უყვარდა, ვინც მას იცნობდა, და მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი უსაზღვროა“, — აცხადებენ ოჯახის წევრები.
ემოციური წერილი სოციალურ ქსელში ქლოის დედამაც გამოაქვეყნა.
„სიტყვებით ვერ აღვწერ, რას ვგრძნობ ახლა, როცა ჩემთან აღარ ხარ. შენ იყავი ჩემი სიცოცხლე, ჩემი სამყარო და საუკეთესო მეგობარი. შენი ენერგია ნებისმიერ ოთახს ანათებდა. ჩემს გულში გაჩნდა სიცარიელე, რომელიც ვერასდროს შეივსება“, — წერს გარდაცვლილი გოგონას დედა.