"გამგზავრებამდე, სამი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა, ეს იყო შოკი..." - თამთა კვარაცხელია
1778098791
წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„გლოვობს ჩემი წყალტუბო, ოფშკვიტი, 25 წლის საბა ტორაძეს. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს საბუ... სიკეთის ბიჭი... ნეტა არ გამეცანი ბიჭო, შოთო სიხარულიძეს ასე ძლიერად არ ეტკინებოდა გული.
სიყვარულის, გვერდში დგომის და რა კარგი სიტყვაც მომხვდება პირზე ყველაფრის დაწერა შემიძლია, მარტო იმიტომ, რომ ასეთი იყო.
თანაგიგრძნობთ ყველას, ვინც იცნობდით თუ არ იცნობდით ამ სიყვარულის კაცის აღარ ყოფნას.
როგორ გვატკინე გული ყველას, საუკეთესო ადამიანი იყავი... მშვიდად განისვენე იქ, სადაც მართალი განისვენებენ...
დაუჯერებელია ნამდვილად, სიცოცხლით სავსე ბიჭო“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.