„დედა ცემით მოკლა და ცხედარი ნაგვის ურნაში დამალა...“ - დაკავებულია 33 წლის კაცი(უცხოეთი)

ლენტი

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში მამაკაცმა დედა ცემით მოკლა, შემდეგ კი სხეული ნაგვის ურნაში დამალა. ცემამდე კაცმა დედას, სავარაუდოდ, მეტამფეტამინი გაუკეთა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, 65 წლის ქალი პოლიციამ სახლში ავტოფარეხის ქვეშ, ნაგვის ურნაში იპოვა.

მამაკაცმა დედის მკვლელობა მალევე აღიარა. მან თქვა, რომ ცხედარი ნაგვის ურნაში გადააგდო. 

პოლიციის ცნობით, მამაკაცი ციხეში გადაიყვანეს, სადაც მას ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის მკვლელობაში.

„ეს არის ღრმად ტრაგიკული და გულდასაწყვეტი შემთხვევა, რომელმაც გავლენა მოახდინა ჩვენს მთელ საზოგადოებაზე“, - განაცხადა პოლიციის უფროსმა.