„სახლში ნახეს გარდაცვლილი...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1779479477
რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებული საპროტესტო აქციისგან არანაირი მოლოდინი არ აქვს „ხალხი ძალის“ წევრს დავით ქართველიშვილს. როგორც მან ოპოზიციის მცდელობაზე გამართოს აქცია, სადაც რადიკალები შეეცდებიან საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების ჩვენებას, კომენტირებისას განაცხადა, მთავარია აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს, რისი ნიშნებიც რეალურად სახეზეა.
დავით ქართველიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზატორებსა და მომწყობებს შორის არანაირი ღირებულებითი ერთობა არ არის და არ არის გამორიცხული ვიხილოთ მათ შორის დაპირისპირებაც.
„ისინი, თუ არ ვცდები, 19:00 საათზე, მართლაც შეიკრიბებიან, უბრალოდ გადათვლიან ერთმანეთს და დაახლოებით 20:30 საათზე დაიშლებიან და წავლენ სახლებში. არც პრაქტიკული, არც პროგრამული და არც ღირებულებითი თვალსაზრისით 26 მაისს ოპოზიციისგან საქართველო - არაფერს უნდა ელოდოს. მთავარია ერთმანეთს არ დასცხონ ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნების გამო, იმიტომ, რომ უკვე ჩნდება ამის ნიშნები.
ზოგი ამბობს, რომ დღის წესრიგში აუცილებლად უნდა იყოს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. ზოგი კი, ამბობს - რა დროს სააკაშვილია. მთავარია, პოლიციამ წესრიგი დაამყაროს ისე, რომ არ მისცეს მათ ამ აქციის დროს ერთმანეთის დაზიანების საშუალება,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.