1749049972
„ჩვეულებრივი მოწყობილობისგან არაფრით განსხვავდება...“ - რა აღმოჩნდა ჩრდილოეთ კორეიდან ფარულად გამოტანილ სმარტფონში

ჩრდილოეთ კორეიდან ფარულად გატანილი სმარტფონი აჩვენებს, თუ რამდენად დიდი კონტროლი აქვს კიმ ჩენ ინის დიქტატურას საკუთარ მოსახლეობაზე.
დიდი ხანია, რაც ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების წესი საიდუმლოებითაა მოცული. BBC-მ გასულ წელს ქვეყნიდან კონტრაბანდული სახით შემოტანილი სმარტფონის მოპოვება შეძლო. უდავოდ საინტერესო იყო იმის დანახვა, თუ როგორი სხვანაირი იყო ტელეფონი დანარჩენი მსოფლიოს მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიასთან შედარებით.
გარედან, ტელეფონი ჩვეულებრივი მოწყობილობისგან არაფრით განსხვავდება. თუმცა, ბოლოდროინდელმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ტელეფონს აქვს მთელი რიგი შეზღუდვები, რომელთა გადალახვაც შეუძლებელია.
BBC-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში სეულის კორესპონდენტი ჯინ მაკენზი ტელეფონში გარკვეულ ფრაზებსა და ბრძანებებს კრეფს, რომლებიც მაშინვე ითიშება.
სმარტფონს, არაერთი შეზღუდვა ჰქონდა, მათ შორის გარკვეული სიტყვების ავტომატური შესწორება. როდესაც ჟურნალისტმა სცადა აეკრიფა სიტყვა „oppa“, რაც ჩრდილოეთ კორეულად „უფროს ძმას“ ნიშნავს, სამხრეთ კორეულ ჟარგონში კი „შეყვარებულს“, ტელეფონმა ავტომატურად შეასწორა სიტყვა „comrade“-ით.
შემდეგ ეკრანზე გაფრთხილება გამოჩნდა, რათა ტელეფონის მომხმარებელს ეცნობებინა, რომ ტერმინი „oppa“ მხოლოდ უფროსი და-ძმებისთვის იყო განკუთვნილი.
მოწყობილობა ასევე დაპროგრამებულია ისე, რომ ავტომატურად გადაიღოს ეკრანის ანაბეჭდები ყოველ ხუთ წუთში ერთხელ, ხოლო სურათები ინახება დამალულ საქაღალდეში, რომლის ნახვაც მომხმარებლებს შეუძლიათ, მაგრამ მათზე წვდომა არ აქვთ.
როგორც ჩანს, მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს შეუძლიათ სურათის აღდგენა, რაც ხაზს უსვამს მომხმარებლის ქცევის მუდმივ დაკვირვებას.
„ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ინტერნეტს ჯერ არ შეუღწევია. ყველა ტელეარხი, რადიოსადგური და გაზეთი სახელმწიფოს მიერ იმართება“, - დასძინა მაკენზიმ თავის სვეტში.
View this post on Instagram

ზაზა ფაჩულია მიმართვას ავრცელებს
1749050850