ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სამძიმრის წერილს აქვეყნებს
1747326110
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკამ უკრაინაში 350 მილიარდი დოლარი დახარჯა, უბრალოდ აჩუქა და დღემდე არავინ იცის, სად წავიდა ეს ფული.
„ჩვენ იქ [უკრაინაში] 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ - უბრალოდ ვაჩუქეთ. არავინ იცის, სად წავიდა ეს ფული“, - თქვა ტრამპმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ბიზნეს ღონისძიების დროს.
თავის გამოსვლაში თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის ისტორიაში საუკეთესო ვაჭარია.
„უნდა ვაღიარო, ვფიქრობ, რომ ის ისტორიაში საუკეთესო ვაჭარია. ყოველთვის, როცა ის შეერთებულ შტატებში ჩამოდიოდა, 100 მილიარდი დოლარით ბრუნდებოდა უკან. კარგი ვაჭარია, არა? ბოლო დროს მას ეს კარგად არ გამოუვიდა. მან მხოლოდ 60 მილიარდი მიიღო“, - თქვა ტრამპმა.