სიტყვა, რომელიც ლექსიკონიდან უნდა ამოიღოთ - „ერთ დღესაც რომ მოგვაკითხავს, მერე ვამბობთ, რა დავაშავეთო!“

სიჩუმე

ყველა თანხმდება, რომ სიტყვებს უზარმაზარი ძალა აქვთ. მათ შეუძლია შთაგონება, განკურნება, სიყვარული, გამოხატვა... მაგრამ ასევე, შეუძლია ტკივილის და უამრავი ნეგატივის მოტანა.

ეზოტერიკოს ლატავრა ათუნაშვილის თქმით, გავრცელებული და ყველაზე პოპულარული არის შორისდებული „ვაიმე“, რომელიც ჩვენი ლექსიკონებიდან და სიტყვათა მარაგიდან უბრალოდ უნდა გავაქროთ.

„ვაიმე“ ამ სიტყვას, რატომღაც მხოლოდ ქართველები იყენებენ. გვიხარია თუ გვწყინს, ვამბობთ „ვაიმეს“. ერთ დღესაც „ვაიმე“ რომ მოგვაკითხავს, მერე ვამბობთ, „რა დავაშავე“, „რა შევცოდე“, „რისთვის ვისჯებით“ და ა.შ. არავითარ შემთხვევაში, ამ სიტყვის თქმა არ შეიძლება. ჩვენს ქვეცნობიერში, ჩვენი წარსულის შესახებ, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია მოიძებნება და შეიძლება, ბევრი რამ გვაქვს დაშავებული. რაც კი რამე ინფორმაცია არქივირებული იყო, იმას ააქტიურებთ და ცხოვრებაში სერიოზულ პრობლემებს იქმნით. ამით დესტრუქციული კარმა აქტიურდება. მაგრამ მინდა, კარგი ამბავიც გითხრათ, თუ ვამბობთ, „რა დავაშავეთ“ და ამით ვააქტიურებთ ჩვენს დესტრუქციულ კარმას, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქვეცნობიერის შესაძლებლობა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. მაგალითად, ვთქვათ, „რატომ ვარ ასეთი ბედნიერი?“„რატომ მიდის საქმეები ასე კარგად?“„რატომ ვჯანმრთელდები ყოველ დღე?“ „რატომ მიხარია ცხოვრება?“ და ა.შ. როცა კითხვას სვამთ „რატომ?“ ქვეცნობიერი იძულებულია, მოგიძებნოთ ის მიზეზები, რატომ და რისთვის და ეს ყველაფერი დაამატერიალოს თქვენს ცხოვრებაში,“ - ამბობს ეზოტერიკოსი.