ჩინეთში გახსნეს  კლინიკა,  რომელიც ადამიანებს სამსახურში არ წასვლის სურვილთან ბრძოლაში ეხმარება.

ჩინეთი

ჩინეთში გახსნეს  კლინიკა,  რომელიც ადამიანებს სამსახურში არ წასვლის სურვილთან ბრძოლაში ეხმარება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი მიდგომა შრომასთან დაკავშირებული შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებაზეა ორიენტირებული.

დაწესებულება ეხმარება მათ, ვინც გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო  დაღლილობას ან გამოფიტვას გრძნობს.  სპეციალისტები ჯერ პაციენტის ემოციურ მდგომარეობას აფასებენ, შემდეგ კი მის ფიზიკურ ჯანმრთელობას ამოწმებენ. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმები მას მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას უდგენენ. დიდი ინტერესის მიუხედავად,  კლინიკაში პაციენტების რაოდენობა შეზღუდულია.