ცნობილია ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი ცოლ-ქმრის ვინაობა
1780866527
ირანმა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტების ტალღა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქვეყნის რამდენიმე ნაწილში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქვეყანამ ირანიდან გაშვებული ყველა რაკეტა გაანეიტრალა. მათივე თქმით, ირანმა დამატებითი რაკეტებიც გაუშვა, რაზეც ისრაელის სამხედროები რეაგირებას აგრძელებენ.
როგორც „ბიბისის“ თეთრ სახლში დაუდასტურეს, ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია.