ცნობილია ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი ცოლ-ქმრის ვინაობა
1780866527
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
მედიის ცნობით, ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანმა ისრაელის ჩრდილოეთისკენ რაკეტები გაუშვა.
"თქვენ გაუშვით თქვენი რაკეტები. საკმარისია. დაბრუნდით მაგიდასთან და დადეთ შეთანხმება", - განაცხადა ტრამპმა.
განცხადება გააკეთა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ითამარ ბენ-გვირმაც.
„ამაღამ თეირანი უნდა დაიწვას", - განაცხადა მან.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. თუმცა, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ყველა რაკეტა განეიტრალებულია.