რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი - რას წერს უცხოური გამოცემა
1750014703
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.
ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთმა საჯაროდ გამოხატა თავისი პოზიცია ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.
„ჩინეთი კატეგორიულად გმობს ისრაელის მიერ ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მტკიცედ ეწინააღმდეგება ირანელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს. ისრაელის თავდასხმებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საშიში პრეცედენტი შექმნა პოტენციურად კატასტროფული შედეგებით. ჩინეთი ასევე მოუწოდებს ისრაელზე გავლენის მქონე ქვეყნებს, იმოქმედონ მშვიდობის აღსადგენად“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვანგ იმ განაცხადა, რომ ამჟამად რეგიონული სიტუაცია კრიტიკულ და გადამწყვეტ მომენტშია.
„ჩინეთი მზადაა, შეინარჩუნოს კომუნიკაცია ირანთან და სხვა შესაბამის მხარეებთან, რათა გააგრძელოს კონსტრუქციული როლი სიტუაციის დეესკალაციაში“, – აღნიშნა ვანგ იმ. თავის მხრივ, აბას არაღჩიმ ჩინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან განხორციელებული სამხედრო ოპერაცია ძალიან საშიშია და შესაძლოა, მთელი რეგიონი სრულმასშტაბიან ომში ჩაითრიოს.
ამასთან, არაღჩის თქმით, ირანული მხარე მზადაა, შეინარჩუნოს კომუნიკაცია ჩინურ მხარესთან.