ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი და აშშ დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით კომუნიკაციას აწარმოებენ

ჩინეთის საგარეო უწყება

ჩინეთი და აშშ დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით კომუნიკაციას აწარმოებენ, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. ამასთან, ლინ ძიანმა აღნიშნა, რომ ვიზიტს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის საკითხთან არანაირ კავშირში არ არის.

„ჩინეთი და აშშ კომუნიკაციას აწარმოებენ პრეზიდენტ ტრამპის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით. ვიზიტს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე ომის გამო ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის დაახლოებით ერთი თვით გადადება ითხოვა.