სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
ამერიკელი კონსერვატორის, ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და მისი ორი ვიცე-პრემიერის უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონემდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კირკის მკვლელობის შემდეგ იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განკარგულება გამოსცა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის პირველი პირების, ჯორჯია მელონისა და მისი მოადგილეების, საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მატეო სალვინის მიმართ უსაფრთხოების ზომების გადახედვასა და შესაძლო გაძლიერებას.
მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა.
მედიის ცნობით, იტალიის პრემიერმა და ვიცე-პრემიერებმა 2022 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საშუალო დონის დაცვა აირჩიეს. მისი გაძლიერება ნიშნავს, რომ ახლა მელონის, ტაიანისა და სალვინის ორი ან სამი ჯავშნიანი ავტომობილი გაჰყვება, თითოეულში დაცვის სამი წევრით.