ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ინდოეთში ოჯახური გასეირნება ტრაგედიით დასრულდა. ჩანჩქერზე 15-კაციანი ჯგუფი იყო წასული. აქედან ოჯახის 6 წევრი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნათესავები დების გადარჩენას ცდილობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დებს ჩანჩქერთან სელფის გადაღება უნდოდათ, რა დროსაც წყალში ჩაცვივდნენ.
ინციდენტის შემდეგ დების დახმარებას ოჯახის წევრები და ნათესავები ცდილობდნენ. დაკარგულთა მოსაძებნად ოფიცრებმა მყვინთავები გაგზავნეს. სამი ცხედარი კირას საღამოს, ხოლო სამი ორშაბათს დილით იპოვეს.
დაღუპულებიდან 2 სწორედ ის დები არიან, რომლებსაც ფოტოების გადაღება სურდათ, 4 კი ის ოჯახის წევრი, ვინც გოგონების გადარჩენას ცდილობდა.