ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომაზე ფინანსური წარმატება ელით
1786903019
იტალიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერს, ვიაჩესლავ კანტორს 11 ვილა დაუყადაღა, მათ შორისა ის ვილა, რომელიც მან იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან, სილვიო ბერლუსკონის ოჯახისგან იყიდა. ინფორმაციას silkway.news-ი ავრცელებს.
ვიაჩესლავ კანტორს პირადი სანქციები ევროპამ აპრილში დაუწესა და მისი აქტივების კონფისკაცია მოითხოვა, თუმცა პროცესი აგვისტოს ბოლომდე, გაგრძელდა, როგორც მედია წერს, "რთული საკუთრების სქემის" გამო.
ვილები სარდინიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე პორტო როტონდოში მდებარეობს. ერთ-ერთი მათგანი ბერლუსკონის საზაფხულო რეზიდენციას ესაზღვრება.