იურისტი განმარტავს, ვინ გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან
1761941375
ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტმა ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატის დაფიქსირების გამო ორი საათით მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, დრონი აეროპორტის თავზე გუშინ საღამოს შენიშნეს, რის გამოც მისი მუშაობა შეჩერდა.
შეფერხების გამო თვითმფრინავების გადამისამართება დრეზდენის, ლაიფციგის, ჰამბურგისა და ჰანოვერის აეროპორტებში მოხდა. გადაიდო ბაზელის, ოსლოსა და ბარსელონის რეისები. თვითმფრინავები, რომლებიც ბერლინში სტოკჰოლმიდან, ანტალიიდან და ჰელსინკიდან მოფრინავდნენ, სხვა აეროპორტებში დაეშვნენ.
ბრანდენბურგის პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვითმხილველმა დრონის დანახვის შესახებ პოლიციას ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე შეატყობინა. დრონი საპატრულო მანქანის ეკიპაჟმაც შენიშნა, მაგრამ პილოტის ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს.