სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
1752836636
ისრაელი მოითხოვს, რომ დამასკოს სამხრეთით, გოლანის მაღლობებიდან დრუზების მთებამდე ტერიტორია დემილიტარიზებული იყოს, - განაცხადაბენიამინ ნეთანიაჰუმ, ვიდეო მიმართვისას და აღნიშნა, რომ ეს ისრაელისთვის წითელი ხაზია, რომელიც სირიის მთავრობამ გადაკვეთა.
„ჩვენ მკაფიო პოლიტიკა დავსახეთ. დამასკოს სამხრეთით, ტერიტორიის დემილიტარიზაცია, გოლანის მაღლობებიდან დრუზების მთებამდე, ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, ეს ერთი; მეორე ხაზია ჩვენი ძმების დაცვა, დრუზების, რომლებიც დრუზების მთებში არიან. არ დავუშვებთ, რომ სამხედრო ძალები გაიგზავნოს დამასკოს სამხრეთით, არ დავუშვებთ, რომ დრუზებს ზიანი მიადგეთ“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.