BBC: ისრაელმა ირანის დაბომბვა განაახლა

ისრაელმა ირანის დაბომბვა განაახლა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „აღმავალი ლომის“ ფარგლებში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ირანზე შეტევას ახორციელებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანული ტელეარხის ცნობით, კერძოდ დაბომბილია ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ირანული ქალაქ თავრიზის სამხედრო ბაზა.

ისრაელმა კიდევ ერთხელ დაბომბა ნეთენზის რაიონში მდებარე ბირთვული ობიექტი, სადაც ირანი ურანის გამდიდრებას ეწევა. ტელეარხი აღნიშნავს, რომ ნეთენზში ათეულობით ათასი ცენტრიფუგაა, რის წყალობითაც ურანის გამდიდრება ხდება.