„ბიჭი ადგა და ეზოში თავისი ფეხით გამოვიდა თურმე...“ - ტაძრის ისტორია, სადაც სასწაულები ახლაც ხდება
1755539309
ავღანეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვი, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მედიის ცნობით, ავტობუსს ირანიდან დეპორტირებული ავღანელი მიგრანტები გადაჰყავდა.
ქაბულისკენ მიმავალ ავტობუსს ჰერატის პროვინციაში სატვირთო მანქანასა და მოტოციკლთან შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა ავტობუსში მყოფი ყველა ადამიანი, ასევე ორი ადამიანი სხვა ავტომობილებიდან.
პოლიციის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობუსის მძღოლის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისა და დაუდევრობის გამო მოხდა.