აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები დღეს განახლდება

 ჩინეთის ცენტრალური ბანკი

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დავის გადაწყვეტის მიზნით, მოლაპარაკებები დღეს სტოკჰოლმში განახლდება. ერთმანეთს ორი ქვეყნის ეკონომიკის მაღალჩინოსნები შეხვდებიან.

Financial Times-ის ცნობით, ამერიკული დელეგაციის წევრები ტრამპის ადმინისტრაციამ გააფრთხილა, რომ პეკინის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯებისგან თავი შეიკავონ, რათა ზიანი არ მიაყენონ მოლაპარაკების პროცესს. გამოცემის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით, ჩინეთიდან ტექნოლოგიის ექსპორტზე შეზღუდვები შეაჩერა.