აშშ-მა კუბასთან ახლოს ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფი განათავსა

კუბა

აშშ-ის ფლოტის ავიამზიდთა დამრტყმელი ჯგუფი კარიბის ზღვაში, კუბასთან ახლოს განთავსდა. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

დამრტყმელი ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ავიამზიდები USS Nimitz და USS Gridley, აგრეთვე დამხმარე გემი USNS Patuxent.

„ეს საბრძოლო მზადყოფნისა და სამხედრო წარმომადგენლობის, უბადლო შორი მოქმედებისა და სამხედრო სიძლიერის განასახიერებაა“, - წერს სამხრეთ სარდლობა.