აშშ-ის, სულ მცირე, 10 ქალაქში საიმიგრაციო სამსახურის რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

აშშ

აშშ-ის, სულ მცირე, 10 ქალაქში საიმიგრაციო სამსახურის რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დემონსტრანტები გამოვიდნენ ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ატლანტაში, ჩიკაგოში, ფილადელფიაში, დალასში, ოსტინსა და სან-ფრანცისკოში.

როგორც „ბიბისი“ წერს, ნიუ იორკში გამართული საპროტესტო აქცია ძირითადად მშვიდობიანი იყო, თუმცა ბევრი ადამიანი დააკავეს. ამასთან, ეროვნული გვარდია განლაგდა ტეხასის შტატში.