36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
აშშ-ის სენატმა დაბლოკა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საკვანძო ინიციატივა, რომელიც მიგრაციის საკითხს ეხება.
კანონი ტრამპის თანაპარტიელებმა, „რესპუბლიკელებმა“ ჩააგდეს, რაც ბოლო დროს მომხდარი პირველი შემთხვევაა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, იმიგრაციული და საბაჟო ორგანოებისთვის, ასევე სასაზღვრო სამსაზურისთვის დამატებით 70 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფა იგეგმებოდა. ახლა კი სენატი საპარლამენტო არდადეგებზე გავიდა და ის მომავალი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
კანონპროექტში სადავო მუხლი ეხება 1,8 მლრდ დოლარის კომპენსაციას, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მიგრაციულ პაკეტში ბოლო მომენტში ჩაამატა. ეს თანხები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს სამართლებრივი დევნის მსხვერპლთა მიმართ იყო გამოყოფილი.
ამ ფონდიდან კომპენსაციას დონალდ ტრამპის ათასობით მომხრე მიიღებდა, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობდნენ. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა ეს ხალხი შეიწყალა. „დემოკრატიულმა პარტიამ“ ამ ფონდს „ქრთამების ფონდი“ უწოდა. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტროს ამ ინიციატივას უკმაყოფილება „რესპუბლიკელებშიც“ მოჰყვა.
რესპუბლიკელი სენატორები შიშობენ, რომ კომპენსაციის ფონდი ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს ამომრჩეველთა შორის კონგრესში დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ, რომელიც ნოემბერში ტარდება. აშშ-ის მოქალაქეები საწვავზე და სურსათზე ირანთან ომის გამო ფასების ზრდით არიან უკმაყოფილოები. ტრამპმა კი რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ეს მისთვის პრიორიტეტი არ არის“.
რესპუბლიკელ სენატორთა უკმაყოფილება ასევე დონალდ ტრამპის გეგმებმა გამოიწვია, რომელიც თეთრი სახლის გვერდით სამეჯლისო დარბაზის მშენებლობას უკავშირდება. მიგრაციულ საკანონმდებლო პაკეტში შეტანილი იყო 1 მლრდ დოლარის თანხა, რომლითაც საპრეზიდენტო დაცვა უნდა დაფინანსდეს, ვინც ამ ობიექტს დაიცავს.