1779396803
საქმე ვაკეთოთ და ნაკლები დრო დავუთმოთ ბრძოლას ერთმანეთის წინააღმდეგ - ირაკლი ფავლენიშვილი ოპოზიციას
მორიგი განხეთქილება ოპოზიციურ ალიანსში - ამჯერად ერთმანეთს გიორგი ვაშაძე და თამარ ჩერგოლეიშვილი დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ მხარდამჭერ არხებზე საეთერო დროის გადანაწილებაზე დაობენ და ერთმანეთის მისამართით უცენზურო გამონათქვამებსაც არ იშურებენ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, საჭიროა ოპოზიციამ საქმე აკეთოს და ნაკლები დრო დაუთმოს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას.
"მე არ შევალ იმ შეფასებებში, როდის რა მუხლი დაირღვა ალიანსის შიგნით. ყველასთვის ნათელია, რომ მომართულები უნდა ვიყოთ არა ისეთი განცხადებების გაკეთებისკენ, რომელიც იქნება კრიტიკული, არამედ უფრო მზად და ღია უნდა ვიყოთ თანამშრომლობისთვის, ერთად მუშაობისთვის და არ უნდა ვეძებოთ კონფლიქტის მიზეზი. ამაზე კონკრეტული მსჯელობა იქნება, მანამდე ნამდვილად არ ვაპირებ პერსონალური კომენტარების გაკეთებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმე ვაკეთოთ და ნაკლები დრო დავუთმოთ ბრძოლას ერთმანეთის წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.











