მაგნიტური ქარიშხალი ზედიზედ 3 დღე გაგრძელდება - როგორ მოვიქცეთ 17 სექტემბრამდე
1757620483
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ში ხალხს სთხოვა შეატყობინონ იმ უცხოელების შესახებ, რომლებიც ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობას ამართლებენ.
„გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის გუშინდელი მკვლელობის ჭრილში მინდა ხაზი გავუსვა, რომ უცხოელები, რომლებიც აქებენ ძალადობასა და სიძულვილს, ჩვენს ქვეყანაში მიუღებელნი არიან. ჩემთვის უსიამოვნო იყო იმის ხილვა, როგორ აქებს, ამართლებს ან აკნინებს სოციალური ქსელების ზოგი მომხმარებელი ამ მოვლენის მნიშვნელობას. მე ჩვენი საკონსულოს თანამშრომლებს დავავალე მიიღონ შესაბამისი ზომები. გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ, მიამბეთ უცხოელების ამგვარი გამონათქვამების შესახებ, რათა სახელმწიფო დეპარტამენტს ამერიკელი ხალხის დაცვა შეეძლოს“, - დაწერა ლანდაუმ.
ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული დაზიანების შედეგად ის მალევე დაიღუპა.