1753975543
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ქსელს, რომელიც ირანიდან და რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უკანონო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა იმ ქსელის წინააღმდეგ, რომელიც ირანიდან და რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უკანონო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
კერძოდ, ახალი სანქციები ეხება 50-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე 50-ზე მეტ გემს, რომლებიც შედიან ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩევლის შვილის, მოჰამად შამხანის კონტროლირებულ ქსელში.
„ეს ქსელი ტრანსპორტირებას ახდენს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ირანიდან და რუსეთიდან, ასევე სხვა ტვირთებს მყიდველებისთვის მთელ მსოფლიოში, რაც ათეულობით მილიარდი დოლარის მოგებას მოაქვს“, – აცხადებენ სახაზინო დეპარტამენტში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად, ჰოსეინ შამხანის კონტროლირებული ქსელი აკონტროლებს ირანიდან ნედლი ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს, რომლის შემოსავლები მიემართება მის ოჯახთან და ირანის რეჟიმთან.
„შამხანის ოჯახს ასევე აქვს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა, რაც მათ საშუალებას აძლევს დამალონ ირანთან კავშირები, მარტონ ბიზნესი საზღვარგარეთ და დამალონ კორუფციული სქემები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, მისი უწყების დღევანდელი ნაბიჯი წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ზეწოლას ირანზე.