აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკვე ალასკაზეა - მისი თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა

ტრამპის თვითმფრინავი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკვე ალასკაზეა. მისი თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

როგორც ცნობილია, თავდაპირველად პრეზიდენტებს შორის პირისპირ საუბარი გაიმართება. შემდეგ, მოლაპარაკებები გაგრძელდება დელეგაციების ფარგლებში, რის შემდეგაც, დაგეგმილია ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია.

შეხვედრა, ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე გაიმართება.

პუტინის ჩასვლამდე ანკორიჯში რუსეთის დელეგაცია ჩავიდა, თვითონ პუტინი კი მაგადანში შეხვედრებს მართავდა.