1750577424
აშშ-ის მიერ ირანის დაბომბვა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა - კარლ ბილდტი

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.
„არ მსურს, მოვისმინო ევროკავშირის განცხადებები იმის შესახებ, რომ აშშ-ს აქვს თავდაცვის უფლება. ეს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა“, - წერს ბილდტი.
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA ) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.