კუპერტინოს ტექნოლოგიურმა გიგანტმა თავისი უახლესი iPhone 17 ოფიციალურად წარადგინა.

სმარტფონს ექნება მაღალი განახლების სიხშირის ეკრანი. მოწყობილობა აღჭურვილია უახლესი A19 პროცესორით, ასევე ახალი თაობის Ceramic Shield-ით, რომელიც ეკრანს ნაკაწრებისგან უფრო კარგად იცავს.

დამატებით, გამოყენებულია შვიდფენიანი ანტი-რეფლექსური საფარი, რომელიც მზის შუქზე ბრჭყვიალს ამცირებს.

ეკრანის ზომაც გაიზარდა - ახალი iPhone 17-ის დიაგონალი 6.3 ინჩია.

რაც შეეხება iPhone 17 Pro-ს, ახალი მოდელი სამ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ვერცხლისფერი, მუქი ლურჯი და მკვეთრი ნარინჯისფერი.

კამერის ნაწილში iPhone 17 Pro-ს სამი 48-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა აქვს გაუმჯობესებული ზუმისა და სუსტი განათების შესაძლებლობებით, ასევე ერთი წინა კამერა.